კუ ნინძები II: შლამის საიდუმლო
კუ ნინძები II: შლამის საიდუმლო (ინგლ. Teenage Mutant Ninja Turtles II: The Secret of the Ooze) — 1991 წლის ამერიკული ფილმი, რომელიც ეფუძნება კუ ნინძების პერსონაჟების ისტორიებს. მას ასევე მოჰყვა ორი ფილმი - კუ ნინძები III (1993) და სრულმეტრაჟიანი ანიმაციური კუ ნინძები.
„კუ ნინძები II: შლამის საიდუმლო“ | |
---|---|
რეჟისორი | მაიკლ პრესმანი |
პროდიუსერი |
ტომას კ. გრეი კიმ დოუსონი დევიდ ჩანი |
სცენარის ავტორი | ტოდ ლენგენი |
ეფუძნება |
კუ ნინძები — კევინ ისტმენი პიტერ ლერდი |
როლებში |
პეიჯ ტარკო დევიდ უორნერი ერნი რაის უმცროსი ფრანსუა ჩო კევინ ნეში Vanilla Ice |
კომპოზიტორი | ჯონ დუ პრე |
ოპერატორი | შელი ჯონსონი |
მონტაჟი |
სტივ მირკოვიჩი ჯონ რაიტი |
სტუდია |
Golden Harvest Mirage Enterprises Northshore Investments |
დისტრიბუტორი | New Line Cinema (აშშ) |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 90 წთ |
ქვეყანა |
ახალი ზელანდია ჩინეთი იაპონია |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 25 მილიონი აშშ დოლარი [1] |
შემოსავალი | 78,656,813 აშშ დოლარი |
შემდეგი | კუ ნინძები III |
ფილმის სიუჟეტით სამი კუ ნინძა, ლეონარდო, მიქელანჯელო, დონატელო და რაფაელი, აგრეთვე მათი სენსეი სპლინტერი, კვლავ ებრძვიან შრედერს. ამჯერად იგი ბრუნდება, რათა კვლავ მართოს ტერფის კლანი და შური იძიოს კუ ნინძებზე. როდესაც აღმოაჩენს მათი მუტაციის საიდუმლოს, იგი უფრო საშიში ხდება. ფილმში ჩნდება ორი ახალი პერსონაჟი - ტოკა და რაზარი.
განსხვავებით პირველი ფილმისგან, მეორეში კუ ნინძები იარაღს იშვიათად იყენებენ და საბრძოლო ხელოვნების სხვა მეთოდებით იცავენ თავს - ამით ადგილი ჰქონდა წინა ფილმთან შედარებით ძალადობის სცენების შემცირების მცდელობას. ფილმი გამოვიდა 1991 წლის 22 მარტს და არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. იგი იყო ნაკლებად ბნელი, ვიდრე 1990 წლის წინამორბედი ნაწილი. ფილმს წარმატება ხვდა წილად, აშშ-ში იგი 1991 წლის რიგით მე-13 ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა.[2]
მუსიკა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Teenage Mutant Ninja Turtles II (1991). Boxofficemojo.com. ციტირების თარიღი: 19 September 2006.
- ↑ 1991 Domestic Grosses. Boxofficemojo.com. ციტირების თარიღი: 19 September 2006.