ლიუდმილა კუჩმა

(გადამისამართდა გვერდიდან კუჩმა, ლიუდმილა)

ლიუდმილა ნიკოლაის ასული კუჩმა (რუს. Людмила Николаевна Кучма, უკრ. Людмила Миколаївна Кучма; დ. 19 ივნისი, 1940, ვოტკინსკი) — უკრაინის მეორე პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას მეუღლე და უკრაინის ყოფილი პირველი ლედი.[1] სანამ ამ უკანასკნელ თანამდებობას დაიკავებდა ის მუშაობდა დიზაინის ინჟინრად.

ლიუდმილა კუჩმა
Людмила Кучма
ლიუდმილა კუჩმა Людмила Кучма
უკრაინის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ივლისი, 1994 – 23 იანვარი, 2005
პრეზიდენტი  ლეონიდ კუჩმა
წინამორბედიანტონინა კრავჩუკი
მემკვიდრეკატერინა იუშენკო

დაბადებული19 ივნისი, 1940 (1940-06-19) (84 წლის)
ვოტკინსკი, უდმურტეთი, რსფსრ, საბჭოთა კავშირი
მეუღლელეონიდ კუჩმა
შვილებიოლენა პინჩუკი
პროფესიაყოფილი დიზაინის ინჟინერი
ჯილდოებილიეტუვის დიდი ჰერცოგის გედიმინას ორდენი
პრინცესა ოლგას ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლიუდმილა ნიკოლაის ასული ტალალაევა 1940 წლის 19 ივნისს უდმურტეთში დაიბადა და პეტრე ჩაიკოვსკის, რომელიც აგრეთვე ვოტკინსკში დაიბადა, სახლ-მუზემში არსებულ მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა. მან მექანიკური კოლეჯი დაამთავრა.

1967 წელს ლიუდმილა დაქორწინდა ლეონიდ კუჩმაზე, რომელთანაც 1970 წელს ქალიშვილი ოლენა შეეძინა. [2]

30 წლის განმავლობაში ის მუშაობდა ინჟინრად საწარმოო ასოციაციის დიზაინის ოფისში, დნეპროპეტროვსკში. 1996 წლიდან იკავებს ეროვნული ფონდის საპატიო პრეზიდენტის თანამდებებობას დედათა და ბავშვთა სოციალური დაცვის საკითხებში.

კუჩმა დაჯილდოვებულია 1998 წელს ლიეტუვის დიდი ჰერცოგის გედიმინას ორდენით[3] და 2010 წელს პრინცესა ოლგას პირველი კლასის ორდენით.[4] მას საქველმოქმედო საქმიანობისთვის არაერთი უკრაინული და უცხოური ორგანიზაციის ჯილდო აქვს მიღებული.

2004 წლის 12 მაისიდან ლიუდმილა კუჩმა იუნესკოს სპეციალური ელჩია ახალგაზრდა ტალანტების დასახმარებლად.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება