კუტკაშენის სასულთნო
კუტკაშენის სასულთნო (აზერ. Qutqaşen sultanlığı) — ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან მე-18 საუკუნის მიწურულამდე არსებობდა თანამედროვე აზერბაიჯანის ჩრდილოეთით, ამჟამინდელი გაბალას რეგიონში.
კუტკაშენის სასულთნო | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
დედაქალაქი | გაბალა | |||
ენა | აზერბაიჯანული | |||
რელიგია | ისლამი | |||
მმართველობის ფორმა | სასულთნო, აბსოლუტური მონარქია | |||
ანტიკურ ხანაში ტერიტორია კავკასიის ალბანეთის შემადგენლობაში შედიოდა. ამ სახელმწიფოს დედაქალაქი იყო გაბალა. აქ იყო მეფეთა რეზიდენცია, ხოლო ქრისტიანობის მიღების შემდეგ ძვ.წ. IV საუკუნეში ქვეყნის მთავარი რელიგიური ცენტრი გახდა[1].
არაბების მიერ ამიერკავკასიის დაპყრობის შემდეგ ქალაქმა რეგიონის მთავარი ხელოსნობისა და სასოფლო-სამეურნეო ცენტრის სტატუსი შეინარჩუნა. ტერიტორია IX-XVI-დან - შირვანშაჰების სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო. XIII საუკუნეში ქალაქში მონღოლები შემოიჭრეს და დაანგრიეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი ხელახლა გაშენდა. რეგიონი XVIII საუკუნის შუა ხანებიდან სეფიანთა ირანმა დაიპყრო. გაბალამ დაიწყო ყოფილი გავლენისა და მნიშვნელობის დაკარგვა და ხალხმა გადინება დაიწყო.
1747 წელს ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ წარმოიშვა კუტკაშენის სასულთნო, ცენტრით კუტკაშენი. 50-იან წლებში შაქის სახანოს მმართველმა ჰაჯი ჩელებმა სასულთნო დაიმორჩილა. თუმცა, სულთნებს გარკვეული თვითმმართველობა ჰქონდათ და საკუთარი სამფლობელოების მართვა შაქის ვასალებივით შეეძლოთ. მე-18 საუკუნის ბოლოს სასულთნო შაქის ხანმა შეიძინა და სახანოს შეუერთა. რეგიონს მაჰალის სტატუსი ჰქონდა და შამას ქიდან გამოგზავნილი ნაიბები განაგებდნენ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Всемирная история. Т.2. М., 1956. С.413—417:"Государство в Албании возникло, по-видимому, в середине I в. до н. э. на основе албанского племенного союза."