კურნაკოვკის წმინდა გიორგის ეკლესია
კურნაკოვკის წმინდა გიორგის ეკლესია (რუს. Церковь Георгия Победоносца) — მართლმადიდებლური ეკლესია ბელოკალიტვინის რაიონის სოფელ კურნაკოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონისა და სალსკის ეპარქიას. ეკლესია ამჟამად ნანგრევების სახითაა წარმოდგენილი[1]. იგი ააგეს დაახლოებით 1860 წელს. ამჟამად ღვთისმსახურება მიმდინარეობს ეკლესიის გვერდით აგებულ ახალ შენობაში[2].
კურნაკოვკის წმინდა გიორგის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | კურნაკოვკა |
ფუნქციური სტატუსი | დანგრეულია. მოქმედებს ახალ შენობაში |
საიტი | http://viseparchia-12.cerkov.ru/ |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1860 |
გარე სურათები | |
---|---|
ძველი ეკლესია, 2012 წელი | |
ახალი შენობა, 2012 წელი |
ეკლესიის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ბელოკალიტვინის რაიონი, ილინის სასოფლო დასახლება, სოფელი კურნაკოვკა.
ისტორია
რედაქტირებაძველი ეკლესიის ნანგრევების ერთ-ერთ აგურზე შემონახულია აგების თარიღი 1860 წელი[3].
მისი შემდგომი ისტორიის შესახებ საკმაოდ მწირი ისტორიული მასალებია შემონახული. 1931 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა ეკლესია და მასში მომდევნო 1932 წელს განათავსა კლუბი, მოგვიანებით კი ეკლესიის შენობას გამოიყენებდნენ როგორც ადგილობრივი კოლმეურნეობის ხორბლის საწყობს. ეკლესიის შენობა გადაურჩა დიდი სამამულო ომის პერიპეტიებს რომლის დასრულების შემდეგაც შენობა კვლავ კოლმეურნეობის ხორბლის საცავად გამოიყენებოდა. ეკლესია ასეთ, უპატრონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალი ათასწლეულის დასაწყისამდე.
ამჟამად ადგილობრივი ხუტორის მრევლის ერთობლივი ძალებით ააგეს ახალი, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოს შენობა, რომელიც ძველი, ნანგრევებად ქცეული ეკლესიის ახლოს მდებარეობს. ეკლესიის წინამძღვარია თეთრი სამღვდელოების წევრი ალექსანდრ კალაბუხოვი.