კურიონი (ძვ. ბერძნ. Κούριον, ლათ. Curium) — ანტიკური ქალაქი კვიპროსში. მდებარეობდა თანამედროვე ლიმასოლის მახლობლად, ეპისკოპის ყურეში. არსებობდა შუა საუკუნეებამდე. ქალაქი ააშენეს ძვ. წ. XII საუკუნეში იმ მიკენელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ტროას ომში. კურიონი იყო ქალაქი-სახელმწიფო, სადაც იყო სახლები და თერმული, რომაული აბანოები. შემონახულია მოზაიკის კვალიც.

ქალაქში შემორჩენილია ანტიკური თეატრი, რომელიც ააშენეს ბერძნებმა ძვ. წ. II საუკუნეში და რამდენიმეჯერე გადაკეთეს რომაელებმა.

კურიონის მეფეები

რედაქტირება
  • დამასი — მოიხსენიება ასარხადონის კედლის წარწერებში.
  • სტასანორი — ძვ. წ. 350-344 წწ. მონაწილეობდა ანტისპარსულ აჯანყებაში, თუმცა შემდეგ მათ მხარეს გადავიდა.
  • პასიკრატი — უკანასკნელი მეფე. ძვ. წ. 332 წელს ილაშქრა ალექსანდრე მაკედონელთან ერთად სპარსელების წინააღმდეგ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: