კურილის სადესანტო ოპერაცია

კურილის სადესანტო ოპერაცია — იმპერიალისტური იაპონიის წინააღმდეგ სსრკ-ის ომის დროს საბჭოთა ჯარების მიერ კურილის კუნძულების გასათავისუფლებლად 18 აგვისტო - 1 სექტემბერს ჩატაერბული ოპერაცია. პირობები კურილის კუნძულების გასათავისუფლებლად შექმნა მანჯურიაში და სამხრეთ სახალინზე საბჭოთა ჯარების წარმატებებმა. ოპერაციაში მონაწილეობდნენ კამჩატკის თავდაცვითი რაიონის ჯარები, პეტროპავლოვსკის სამხედრო-საზღვაო ბაზის ხომალდები და 128-ე დივიზია. კურილის კუნძულებს იცავდნენ იაპონიის 91-ე ქვეითი დივიზია, 41-ე ცალკე პოლკი, 129-ე ცალკე ბრიგადა და 89-ე ქვეითი დივიზია. ოპერაცია დაიწყო კუნძულ შუმუშზე დესანტის გადასხმით და დასრულდა 1 სექტემბერს მთელი არქიპელაგის დაკავებით.

კურილის სადესანტო ოპერაცია

ლიტერატურა

რედაქტირება