კურდღელაურის ღვთისმშობლის ეკლესია
კურდღელაურის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ კურდღელაურის ცენტრში. თარიღდება გარდამავალი ხანით.
ძეგლი სამნავიანი ბაზილიკაა. ნაგებია რიყის ქვით. შეკეთების დროს გამოიყენეს აგურიც. გვერდითა ვიწრო ნავები თავდაპირველად ერთიანი იყო, მოგვიანებით ორივე ნავში, ნავების გამმიჯნავ, აღმოსავლეთიდან პირველ ბოძსა და გრძივ კედელს შორის ჩააშენეს, სწორკუტხა გასასვლელის მქონე, კედლები, ნავების აღმოსავლეთ ნაწილში კი გამოყვეს სამკვეთლო და სადიაკვნე.
2010 წელს სოფლის მკვიდრი დათიაშვილების თაოსნობით ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 293-294.