კუნდის კულტურაძვ. წ. VIII-V საუკუნეების მეზოლითური კულტურა. გავრცელებული იყო აღმოსავლეთ ბალტიისპირეთში პოლონეთიდან ლენინგრადის ოლქამდე და სამხრეთ ფინეთამდე[1]. განვითარდა სვიდერის კულტურის ბაზაზე და გადაიზარდა ნარვის კულტურაში. კუნდის კულტურის პულის დასახლება ითვლება ადამიანის ყველაზე უძველეს სამოსახლოდ ესტონეთის ტერიტორიაზე. ბელარუსის ტერიტორიაზე აღნიშნული კულტურის დასახლების 2 ნიმუშია[2].

კუნდის კულტურის იარაღები

კულტურის წარმომადგენლები წარმოების იარაღების დასამზადებლად გამოიყენებდნენ რქასა და ძვალს. მიცვალებულებს კრძალავდნენ გამართულ მდგომარეობაში ცალკე ან ჯგუფურად[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Каменный век Восточной Прибалтики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-01-13. ციტირების თარიღი: 2013-07-28.
  2. 2.0 2.1 Сярэдні каменны век (мезаліт). Засяленне краю плямёнамі паляўнічых, рыбакоў і збіральнікаў // Гісторыя Беларусі: у 6 т. — Т. 1: Старажытная Беларусь. — Мінск: Экаперспектыва, 2007. — С. 32-33