კუკუ მორეი
კუკუ მორეი, უბრალოდ კუკუ ან ინგლ. Cukoo, (დ. 1928 — გ. 30 სექტემბერი, 1981)[1] — ინდურ-ინგლისური წარმოშობის ინდური კინოს [2] მოცეკვავე და მსახიობი. 1940-50-იან წლებში იყო ბოლივუდის ფილმების ცეკვის დედოფალი. აგრეთვე ცნობილი იყო „რეზინის გოგონას“ სახელითაც. ბოლო მონაცემებით დასტურდება, რომ კუკუს ნამდვილი სახელი იყო კუკუ მორეი (Cuckoo Moray).[3]
კუკუ მორეი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Cuckoo ან Cukoo |
დაბადების თარიღი | 1928 |
გარდაცვალების თარიღი | 30 სექტემბერი 1981 |
ეროვნება | ინდოელი |
საქმიანობა | მსახიობი, მოცეკვავე |
აქტიური | 1946–1963 |
ადრეული კარიერა
რედაქტირებაკუკუ მორეის დებიუტი ეკრანზე შედგა ფილმში „Arab Ka Sitara“ 1946 წელს.[4] შემდეგ იყო ფილმი „Stum Chandi“, ფართო აუდიტორიამ, კინო-კრიტიკოსებმა და რეჟისორებმა სწრაფად მიაქციეს ყურადღება ნიჭიერ მოცეკვავეს. ამ პერიოდში კუკუს კარიერაში გარდამტეხი იყო მეჰბუბ ხანის ფილმები. მისმა საცეკვაო ნომერმა ფილმიდან „Anokhi Ada“ (1948) დააფუძვნა ეპოქის წამყვან მოცეკვავედ. რეჟისორ მეჰბუბ ხანის 1952 წლის ფილმი „Aan“ ერთადერთი ფერადი ფილმია კუკუ მორეის მონაწილეობით. მხოლოდ ერთი საცეკვაო ნომრის შესრულებისათვის კუკუს უხდიდნენ 6000 რუპიას.[5], რაც შესაშური ხელფასი იყო 50-იან წლებში.[6]
გვიანდელი ხანა
რედაქტირებაკუკუ მორეი დარჩა ეპოქის საუკეთესო მოცეკვავედ, სანამ კინოინდუსტრიაში არ გამოჩნდნენ შემდეგი თაობის მოცევავეები ჰელენი, პადმინი და ვიჯაიანთიმალა. კუკუ იყო ინგლისურ-ბირმული წარმოშობის მოცეკვავის ჰელენის ოჯახის მეგობარი. კუკუ მორეი ცნობილი იყო თავისი უანგარო დახმარებით და ხელშეწყობით უცნობი მსახიობების მიმართ. მან წაიყვანა პირველად 13 წლის ჰელენი ფილმებში „Shabistan“ და „Awaara“ (ორივე 1951) გადასაღებად. მოგვიანებით კუკუ მორეი და ჰელენი კვლავ ერთად გამოჩნდნენ ფილმებში „Chalti Ka Naam Gaadi“ (1958) და „Yahudi“ (1958). მისი ბოლო ფილმი იყო „Mujhe Jeene Do“ (1963), რის შემდეგაც იგი საბოლოოდ გაუჩინარდა კინო ინდუსტრიიდან.
კუკუ მორეი გარდაიცვალა 53 წლის ასაკში 1981 წლის 30 სექტემბერს კიბოს სიმსივნით. მისი ავადმყოფობის პერიოდში იგი მთლიანად იყო მივიწყებული კინოინდუსტრიის მიერ.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ფილმი | როლი |
---|---|---|
1948 | Anokhi Ada | მოცეკვავე |
1949 | Andaz | შეილა |
Barsaat | რუბი | |
1950 | Arzoo | მოცეკვავე |
1951 | Hulchul | |
Awaara | ბარის მოცეკვავე | |
1952 | Aan | |
1955 | Mr. & Mrs. '55 | მომღერალი |
1958 | Chalti Ka Naam Gaadi | |
Yahudi | ||
1959 | Bus Conductor | |
1963 | Mujhe Jeene Do |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Down Melody Lane 1981-1985. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-07. ციტირების თარიღი: 2017-07-10.
- ↑ Rishi, Tilak (2012). Bless You Bollywood!: A tribute to Hindi Cinema on completing 100 years. Trafford Publishing, გვ. 240. ISBN 1-466-93962-1.
- ↑ Cuckoo's cineplot profile
- ↑ Early Icons Of Item Numbers, Sulekha, http://creative.sulekha.com/early-icons-of-item-numbers_547719_blog. წაკითხვის თარიღი: 14 January 2016
- ↑ The Tragic ending of Cuckoo Moore – Helen remembers Cuckoo, CinePlot, http://cineplot.com/the-tragic-ending-of-cuckoo-moore-helen-remembers-cuckoo/. წაკითხვის თარიღი: 14 January 2016
- ↑ Sandip Pal. (20 August 2015) Forgotten gems of Bollywood - The Times of India. The Times of India. ციტირების თარიღი: 2016-09-03.