კუდრინის სახლი (რუს. Дом Кудрина) — ერთსართულიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის პირველი მეოთხედში ადრეული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში.

კუდრინის სახლი
რუს. Дом Кудрина
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი დიუპონ დე ლარიუ
ტიპი ადრეული კლასიციზმი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის პირველი მეოთხედი

მისამართი: ტაგანროგი, შმიდტის ქუჩა № 10.

დიდი ხნის განმავლობაში ტაგანროგში, შმიდტის ქუჩა 10-ში მდებარე სახლის მფლობელები იყვნენ კუდრინების ოჯახი. სახლი აგებულია XIX საუკუნის პირველ ნახევარში არქიტექტრ დიუპონ დე ლარიუს პროექტის მიხედვით. სახლის მფლობელი იყო მეორე გილდიის ვაჭარი იაკობ კუდრინი და მისი ცოლი დომინიკა. 1830-იანი წლების ბოლოს იაკობ კუდრინის გარდაცვალების შემდეგ მისი საოჯახო საქმეების გამგებელი გახდა მისი შვილი გავრილი. ოჯახი დაკავებული იყო მეტალის ნივთების გაყიდვით. კუდრინების მფლობელობაში იყო ასევე რამდენიმე საწყობი სოფელში. მოგვიანებით გავრილ კუდრინი ვაჭართა ფენის წარმომადგენელი იყო კომერციულ სასამართლოში. ცნობილია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ კუდრინებმა მიატოვეს საქმიანობა ტაგანროგში და საცხოვრებლად გადავიდნენ ხარკოვში. გავრილის ერთ-ერთმა ძმამ, ანტონმა იურიდიული განათლება მიიღო ხარკოვში და კვლავ ტაგანროგში დაბრუნდა. ცოლად შეირთო ქსავერია იაბლუნოვსკაია. მათ შეეძინათ შვილი იაკობი. ანტონ კუდრინი გარდაიცვალა 1901 წელს. შმიდტის ქუჩაზე მდებარე სახლის მემკვიდრეები გახდნენ ნინა კუდრინა და ავგუსტინა პოპოვა. 1910 წელს სახლში ცხოვრობდა კომერციული სასწავლებლის დირექტორი ევგენი გარშინი[1].

1992 წელს სახლს მიენიჭა არქიტექტურული ძეგლის სტატუსი[2]. 2003 წელს შენობაში განთავსებული იყო საბავშვო ბაღი „Кораблик“[3].

არქიტექტურა

რედაქტირება

კუდრინის სახლი ერთსართულიანია. შენობა აგებულია ადრეული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში[4]. ფრონტონს გააჩნია სამკუთხედის ფორმა, რომელიც უჭირავს ორ კოლონას და ორ ნახევრადკოლონას, რომელიც შესრულებულია იონიურ-კორინთულ სტილში[4]. შენობის გადაკეთების შედეგად შენობის ფასადზე არსებული რამდენიმე დეტალი მოხსნეს[4].

  1. Гаврюшкин О. П. Г12 «По старой Греческой…» (Хроника обывательской жизни) — Т.: ООО «Издательство „Лукоморье“», 2012. — 514 с. — ISBN — 5-901565-15-0
  2. Жилой дом//Объект культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-10.
  3. Дом 10 Шмидта улица. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-10.
  4. 4.0 4.1 4.2 Энциклопедия Таганрога