კრონიდე, ლეონტი და სერაპიონი
კრონიდე, ლეონტი და სერაპიონი — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე ძველი სტილით 13 სექტემბერი, ახალი სტილით – 26 სექტემბერი.
წმიდა მოწამენი ეგვიპტელები იყვნენ. ისინი დაახლოებით 237 წელს, იმპერატორ მაქსიმინე I-ის (235-238) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. მრავალგვარი წამების შემდეგ უღმრთოებმა აღმსარებლები ზღვაში ჩაახრჩვეს. ტალღებმა წმინდა ცხედრები ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ისინი პატივით მიაბარეს მიწას.
ლიტერატურა
რედაქტირება- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.