კრონვერის ხიდი
კრონვერის ხიდი (რუს. Кронверкский мост) — კრონვერის სრუტეზე გადებული ხიდი სანქტ-პეტერბურგში, პეტროგრადის რაიონში. კრონვერის ხიდი აკავშირებს ზაიაჩის და პეტროგრადის კუნძულებს, მათთან მდებარე დობროლუბოვასა და კონვერსკის გამზირებთან. მის ზემოთ მდებარეობს მეორე ცნობილი იოანეს ხიდი. ხიდთან უახლოესი მეტროსადგურია „გორკოვსკაია“.
კრონვერის ხიდი რუს. Кронверкский мост | |
---|---|
საერთო ხედი | |
კოორდინატები: 59°56′59″ ჩ. გ. 30°18′32″ ა. გ. / 59.94972° ჩ. გ. 30.30889° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო, საავტომობილო |
გადებულია | კრონვერის სრუტე |
სიგრძე | 57,5 მ |
სიგანე | 8,8 მ |
გახსნის თარიღი | 1938 წ. |
რეკონსტრუქცია | 1978 წ. |
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებახიდის სახელწოდება მომდინარეობს, კრონვერის სრუტიდან, რომელზეც არის გადებული ეს ხიდი, თუმცა მას მეორე სახელიც აქვს „გორბატის“ ხიდი.
აღნიშნული ხიდი აშენდა 1938 წელს, გოსნარდომის ბაღის გაფართოების დროს, ინჟინერ-დიზაინერ პ. პ. სტეპნოვის მიერ. 1978 წელს ლენოსტატის სარემონტო და სამშენებლო განყოფილებამ ხიდის ძირითადი კაპიტალური რემონტი განახორციელა. აღნიშნული, სარემონტო სამუშაოების დროს, გამოიცვალა სავალ გზაზე გადასასვლელი მეტალის ხიდის იატაკი, ასევე შეიცვალა მოაჯირეები და ასფალტი. რუსეთის დეფერაციის მთავრობის 2001 წლის 10 ივლისის დადგენილებით კრონვერის ხიდი წარმოადგენს სანქტ-პეტერბურგში ფედერალური მნიშვნელობის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს. 2015 წლის სექტემბერში ხიდი დაიკეტა, რადგან იყო მისი დანგრევის საშიშროება. ხიდის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა 2016 წლის ივნისში, გამაგრდა მისი ფუნდამენტი. ხიდის სიგრძე 57,5 მეტრია, ხოლო ხიდის სიგანე 8,8 მეტრი. ხიდი ჰგავს პეტერბურგის ძველი ხიდების გარე არქიტექტურულ პროექტს. მისი იატაკი და მოაჯირები სხვა ძველი ხიდების მსგავსად ძირითადად ხისგან არის დამზადებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Панкрашкина Н. И. Мосты Петропавловской крепости // Краеведческие записки: исследования и материалы. — СПб.: ГМИСПб, 1998. — Т. 6, № 4. — С. 189—220.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Кронверкский мост //СПб ГБУ «Мостотрест»