კრისტინ კანგალუ (ინგლ. Christine Kangaloo; დ. 1 დეკემბერი, 1961, სან-ფერნანდო, ტრინიდადი და ტობაგო) — ტრინიდადელი პოლიტიკოსი, ტრინიდადი და ტობაგოს პრეზიდენტი 2023 წლის 20 მარტიდან. ტრინიდადი და ტობაგოს სენატის პრეზიდენტი 2015-2023 წლებში. ერთადერთი ადამიანია, რომელიც იყო სენატის როგორც პრეზიდენტი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი. პირველი ქალი სენატის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. სენატის მესამე პრეზიდენტი ქალი და ქვეყნის მეორე პრეზიდენტი ქალი.[1][2][3]

კრისტინ კანგალუ
კრისტინ კანგალუ
ტრინიდადი და ტობაგოს პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა20 მარტი, 2023
წინამორბედიპაულა-მეი უიკესი

ტრინიდადი და ტობაგოს სენატის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 სექტემბერი, 2015 – 17 იანვარი, 2023
პრეზიდენტიენტონი კარმონა
წინამორბედირაზია აჰმედი
მემკვიდრენიგელ დე ფრეიტასი

ტრინიდადი და ტობაგოს სენატის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 აპრილი, 2002 – 28 აგვისტო, 2002
წინამორბედიუადე მარკი
მემკვიდრერავლე ტიტუსი

დაბადებული1 დეკემბერი, 1961
სან-ფერნანდო, ტრინიდადი და ტობაგო
მეუღლეკერვინ გარსია
განათლებავესტ-ინდოეთის უნივერსიტეტი
პროფესიაპოლიტიკოსი, იურისტი

კანგალუ იყო ოპოზიციონერი სენატორი, პრემიერ-მინისტრის ოფისის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა მინისტრი, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და უმაღლესი განათლების მინისტრი[4] სახალხო ნაციონალური მოძრაობის მთავრობებში.[5]

ბიოგრაფია

რედაქტირება

კრისტინ კაგალუ დაიბადა პრესვიტერიანელების ინდო-ტრინიდადულ ოჯახში.[6][7] მან დაამთავრა ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტი და ჰიუ ვუდინგის იურიდიული სკოლა და მიიღო ხარისხი სამართლის სფეროში. 2001 წლის 12 იანვარს პირველად გახდა პარლამენტის წევრი. შემდეგ იგი იკავებს სენატის ვიცე-პრეზიდენტის, ხოლო 2002 წელს პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ხელმძღვანელის თანამდებობას. 2005 წელს დანიშნეს იუსტიციის მინისტრად.[8][9]

2007 წელს საყოველთაო არჩევნების დროს იგი აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის წევრად სახალხო ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან და დაიკავა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის თანამდებობა.[10][11] 2015 წლის 23 სექტემბერს აირჩიეს სენატის პრეზიდენტად, ხოლო 2023 წლის 20 მარტს დაიკავა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა.[12]

  1. Trinidad and Tobago Parliament. Trinidad and Tobago Parliament. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 15 July 2020.
  2. „96.1 WEFM“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 15 July 2020 – წარმოდგენილია Facebook-ის მიერ.
  3. Photos of the Day: President Inauguration. Trinidad and Tobago Newsday (21 March 2023). ციტირების თარიღი: 24 March 2023.
  4. „More places for T&T law students at St Augustine campus“. Trinidad and Tobago Guardian (ინგლისური). ციტირების თარიღი: 15 July 2020.
  5. Trinidad and Tobago Parliament. Trinidad and Tobago Parliament. ციტირების თარიღი: 15 July 2020.
  6. The President | The Office of the President of the Republic of Trinidad and Tobago.
  7. Mc Letchie, Alison (2013), "The Parasitic Oligarchy? The Elites in Trinidad and Tobago". (Doctoral dissertation).
  8. „The Trinidad Guardian -Online Edition Ver 2.0“. Trinidad and Tobago Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 July 2020. ციტირების თარიღი: 15 July 2020.
  9. „The Trinidad Guardian -Online Edition Ver 2.0“. Trinidad and Tobago Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 July 2020. ციტირების თარიღი: 15 July 2020.
  10. Lord, Richard. „?PM: Two elections coming this year“. Trinidad and Tobago Guardian (ინგლისური). ციტირების თარიღი: 15 July 2020.
  11. „Battle over Marabella sports ground“. Trinidad and Tobago Newsdday. 5 March 2008. ციტირების თარიღი: 15 July 2020.
  12. T&T Guardian en. ციტირების თარიღი: 15 July 2020.