ბუნკერი (ფილმი)
(გადამისამართდა გვერდიდან კრახი (ფილმი))
ბუნკერი (გერმ. Der Untergang) — გერმანელი რეჟისორი ოლივერ ჰირშბიგელის ფილმი მესამე რაიხის და მისი ფიურერის — ადოლფ ჰიტლერის ბოლო დღეებზე. ფილმი დაფუძნებულია ჰიტლერის პირადი მდივნის, ტრაუდლ იუნგეს მოგონებებზე და ისტორიკოსი იოახიმ ფესტის წიგნზე „Der Untergang“. ფილმის გადაღება ხდებოდა ბერლინში, მიუნხენში და სანქტ-პეტერბურგში, რადგანაც უკანასკნელში იყო რამდენიმე ნახევრად დანგრეული შენობა, რომლებიც ძალიან ჰყავდა 1940-იანების ბერლინს. ფილმმა ასევე მოიპოვა ოსკარი უცხოურ ენაზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.
„ბუნკერი“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა, ისტორიული ფილმი, სამხედრო ფილმი |
როლებში | ბრუნო განცი, ალექსანდრა მარია ლარა, იულიანა კიოლერი |
ხანგრძლივობა | 150 წუთი (2 საათი და 30 წუთი) |
ქვეყანა |
გერმანია იტალია ავსტრია |
ბიუჯეტი | 13.5 მილიონი € |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მოქმედება ვითარდება ფიურერბუნკერში ევროპაში მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში, სადაც თავის ბოლო დღეებს ატარებს ნაცისტური გერმანიის კანცლერი ადოლფ ჰიტლერი.