კრასნაია-ზარია (ლენინგრადის ოლქი)
კრასნაია-ზარია (რუს. Красная Заря) — დაბა ვსევოლოჟსკის რაიონში, ლენინგრადის ოლქში, მიეკუთვნება სვერდლოვის საქალაქო დასახლებას. 2007 წლის მონაცემებით დაბის მოსახლეობა 274 ადამიანს შეადგენდა.
დაბა | |
---|---|
კრასნაია-ზარია Красная Заря | |
ქვეყანა | რუსეთი |
რეგიონი | ლენინგრადის ოლქი |
მუნიციპალიტეტი | ვსევოლოჟსკის რაიონი |
კოორდინატები | 59°50′20″ ჩ. გ. 30°34′16″ ა. გ. / 59.838972° ჩ. გ. 30.5711806° ა. გ. |
პირველი ხსენება | 1500 |
ადრეული სახელები | ვალიტოვო, ზარია |
მოსახლეობა | 274[1] კაცი (2007) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +7 81370 |
საფოსტო ინდექსი | 188681 |
საავტომობილო კოდი | 47 |
პირველი დასახლება მომავალი დაბის ადგილას ჯერ კიდევ 1500 წელს არსებობდა, რომელიც ვოდსკაია პიატინის აღწერაშია დაფიქსირებული, ეს იყო ვალიტოვო.[2] ვალიტოვო — კარელიური წარმოშობის სიტყვა, მომდინარეობს სიტყვა „ва́лит“-დან, რაც ქართულად „კარელიის უხუცესს“ ნიშნავს.[3] სოფელი აღნიშნული იყო XVII საუკუნით დათარიღებულ შვედურ რუკაზე. 1960 წელს კრასნაია-ზარია შედიოდა ნოვოსარატოვკას სოფსაბჭოში.[4] ამჟამად დაბის ტერიტორიაზე მრავლადაა კოტეჯები.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Административно-территориальное деление Ленинградской области. — СПб., 2007, с. 74"
- ↑ Переписная окладная книга Водской пятины 1500 года, стр. 135
- ↑ «Предыстория Санкт-Петербурга. Раздел 2. Нева и ее дельта в начале Северной войны» Александр Шарымов
- ↑ Административно-территориальное деление Ленинградской области. — Лениздат, 1990, ISBN 5-289-00612-5, стр. 51