კრასიუკოვსკოე-1
კრასიუკოვსკოე-1 (რუს. Красюковское-1) — შუა ბრინჯაოს ხანისა (ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრული) და შუა საუკუნეების (ახ. წ. XI-XIII საუკუნეები) უძველესი დასახლება, მდებარეობს ოქტომბრის რაიონის სოფლების სოხრანოვკასა და ოქტიაბრსკაიას შორის, ოქტომბრის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აღმოაჩინეს 2006 წელს.
კრასიუკოვსკოე-1 Красюковское-1 | |
---|---|
მდებარეობა | ოქტომბრის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
თარიღდება | ძვ. წ. III ათასწლეული, ახ. წ. XI-XIII საუკუნეები |
ისტორია
რედაქტირებაუძველეს დროში მდინარე აიუტის ხეობა მჭიდროდ იყო დასახლებული.
დასახლება კრასიუკოვსკოე-1, სადაც მოსახლეობა ცხოვრობდა შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრული), შუა საუკუნეებში (ახ. წ. XI-XIII საუკუნეები) და XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, მდებარეობს მდინარე აიუტის მარჯვენა სანაპიროზე, როსტოვის ოლქის ოქტომბრის რაიონის სლობოდა კრასიუკოვსკოედან 4 კილომეტრში. დასახლება აღმოაჩინეს სოხრანოვკა-ოქტიაბრსკაიის გაზსადენის მაგისტრალური ხაზის გაყვანის დროს. დასახლებამ სახელწოდება მიიღო სლობოდა კრასიუკოვსკოესთან სიახლოვის გამო.
2006 წელს დასახლების ტერიტორიაზე მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები. სულ გაითხარა 1 320 კვ. მ. ტერიტორია.
არქეოლოგიური ძეგლი კრასიუკოვსკოე-1 მდებარეობს მდინარე აიუტის ნაპირზე მდებარე ზეგანზე. დასახლების მცხოვრებლებს შემთხვევით არ უნდა ჰქონდეთ არჩეული აღნიშნული ადგილი საცხოვრებლად, რადგან დაცულები იქნებოდნენ სეზონური წყალდიდობისაგან.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ოთხი კულტურული ფენა:
- პირველი ფენა განეკუთვნება ადრე ბრინჯაოს ხანას. ამ ფენაში აღმოჩენილია ნაძერწი კერამიკის ნატეხები; შრომის იარაღები და ბრინჯაოს სადგისები.
- მეორე კულტურულ ფენაში აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოს ხანის კერამიკის ფრაგმენტები, ბრინჯაოს ნემსები და სადგისები.
- მესამე კუტურულ ფენაში, რომელიც მიეკუთვნება VIII - IX საუკუნეებს, აღმოჩენილია არტე-ფაქტების მცირე რაოდენობა.
- მეოთხე კულტურული ფენა მიეკუთვნება ოქროს ურდოს (1224-1483 წწ.) და პოლოვეცკის პერიოდს. ამ ფენაში აღმოჩენილია: ლაგამის ფრაგმენტები, ამფორების ნატეხები, ძველი რუსული ქოთნები, დოქები. ასევე აღმოჩენილია ხაროები ცხოველების ძვლებით.
დასახლების ტერიტორიაზე ასევე გათხრილია კაზაკების პერიოდის კულტურული ფენაც (XVIII-ХХ სს.), რომელშიც აღმოჩენილია მინის და კერამიკის ფრაგმენტები, ლურსმნები და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Магистраль истории:Археологические исследования в зоне строительства магистрального газопровода «КС Сохрановка-КС Октябрьская»://Под[მკვდარი ბმული] общим руководством Цибрий А. В.- Ростов-на-Дону: Ростспецархеология, 2006 .-121с.