კრაკოვის აჯანყება (1923)
კრაკოვის აჯანყება — კრაკოვის მუშების შეიარაღებული გამოსვლა 1923 წლის 6 ნოემბერს. 31 ოქტომბერს პოლონეთის მთავრობის დადგენილებით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შეიქმნა სამხედრო-საველე სასამართლოები. კომპარტიამ მოუწოდა მუშებს გადამწყვეტი ბრძოლისაკენ. 5 ნოემბერს პოლონეთში ყველგან დაიწყო გაფიცვა. კრაკოვის ხელისუფლებამ აკრძალა მუშათა სახლთან 6 ნოემბერს დანიშნული მიტინგი, შეკრების ადგილზე თავი მოუყარეს პოლიციასა და ჯარებს, რომელთაც სროლა აუტეხეს მიტინგზე მოსულ მუშებს. მუშებმა განაიარაღეს ჯარისკაცები და უკან დაახევინეს პოლიციას. 6 ნოემბრის საღამოს ქალაქის მუშათა რაიონი აჯანყებყლთა ხელთ იყო. პოლონეთის სოციალისტური პარტიის ლიდერები შეუთანხმდნენ მთავრობას და მოტყუებით განაიარაღეს აჯანყებულები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 12.