კრავცოვოს ტბა (რუს. Кравцово) — რელიქტური ტბა რუსეთში, სტავროპოლის მხარეში. მდებარეობს ქალაქ სტავროპოლის სამხრეთ-დასავლეთით 9 კმ-ში, მდინარეების ეგორლიკისა და კალაუსის მდინარეთაშუეთში, ზღვის დონიდან 554 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,75 კმ². მაქსიმალური სიღრმე 2,5 მ. უკავია 1,5 კმ სიგრძისა და 500–600 მ სიგანის ოვალური ქვაბული. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და გრუნტის წყლებით.[1]

კრავცოვოს ტბა
კოორდინატები: 45°00′38″ ჩ. გ. 41°49′25″ ა. გ. / 45.01056° ჩ. გ. 41.82361° ა. გ. / 45.01056; 41.82361
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სტავროპოლის მხარე
სიმაღლე ზღვის დონიდან 554 
ფართობი 0,75 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 2,5 
აუზის ფართობი 6 კმ²
კრავცოვოს ტბა — რუსეთი
კრავცოვოს ტბა
კრავცოვოს ტბა — რუსეთი
კრავცოვოს ტბა

კრავცოვის ტბა ერთ-ერთი უძველესი წყლის ობიექტია სტავროპოლის მხარის ტერიტორიაზე, რომელიც ჩამოყალიბდა გამყინვარების პერიოდში. მისი გეოლოგიური წარმოშობა ჯერ კიდევ გაურკვეველია. არსებობს მოსაზრება, რომ ტბა შეიძლება იყოს უძველესი მდინარე კოსიაკინსკაიას (სავარაუდოდ, სტავროპოლის ტერიტორიის პირველი მდინარე) ერთ-ერთი ნაშთი. ამას ირიბად მიუთითებს მისი ქვაბულის ჩრდილოეთ ნაწილის ფორმა, რომელიც მდინარის მოსახვევს ჰგავს.[2]

ამ დროისთვის ზუსტი განმარტება არ არსებობს ტბის სახელწოდების წარმოშობის შესახებ. ერთი ვერსიით, იგი ასოცირდება ამ ტერიტორიის ყოფილი მფლობელის — კრავცოვის სახელთან.[3] სხვა შეხედულებით, ტბას შესაძლოა სახელი ეწოდა გეოდეზისტ ი. კრავცევის პატივსაცემად, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში აქ საძიებო სამუშაოებს ატარებდა.[4]

  1. Савельева В. В. Природа города Ставрополя. — Ставрополь: Ставропольсервисшкола, 2002.
  2. Гаазов В. Л. Кравцово озеро-болото // Ставропольеведение. — М.: Изд. Надыршин, 2010.
  3. Гаазов В. Л., Лец М. Л. Ставрополь и его окрестности. — 2-е изд., доп. и перераб. — М.: Изд. Надыршин А. Г., 2015.
  4. Метёлкина О. «Другое» название Кравцова озера // Вечерний Ставрополь. — 2007