კოშკური ამწე
კოშკური ამწე — ამწევ-სატრანსპორტო მანქანა, რომლის ისარი მოთავსებულია კოშკურაზე. ზოგიერთი კოშკური ამწე გადაადგილდება რელსებზე, ზოგს კი მშენებარე ობიექტზე ამაგრებენ და მის შენებასთან ერთად ისარს სიმაღლეზე გადაადგილებენ. კოშკურ ამწეს იყენებენ შენობების, ნაგებობებისა და ტექნოლოგიურ მოწყობილობათა მონტაჟისათვის, საშენი მასალის მისაწოდებლად, გემების მშენებლობისას და სხვა. მოძრავი გემთსაშენი კოშკური ამწის ტვირთამწეობაა 100 ტონა, სტაციონარულისა — 400 ტონა, ისრის შვერი 50 მეტრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 7.