კოშკურა ტელესკოპი

კოშკურა ტელესკოპი — ასტრონომიული ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებენ ძირითადად მზეზე დასაკვირვებლად. განსხვავებით ჰორიზონტალური დანადგარებისაგან, სხივთა სვლა ასეთ ტელესკოპში ვერტიკალური მიმართულებით ხდება გამოსახულების ხარისხზე დედამიწის ზედაპირის ახლოს წარმოქმნილი თბილი დინების გავლენის შემცირების მიზნით.

კოშკურა ტელესკოპი შვედეთში

კოშკურა ტელესკოპის მოქმედების პრინციპი შემდეგია: მზის სხივები კოშკის ზემო ნაწილში მოთავსებული ცელოსტატისა და დამხმარე სარკის მეშვეობით მიიმართება უძრავი ტელესკოპის ობიექტივზე ან მთავარ სარკეზე. სარკეთა სისტემის დახმარებით მზის გამოსახულება მიიღება ფოტოკამერაში ან სპექტოგრაფის, ან სპექტროჰელიოგრაფის შესასვლელ ჭვრიტეზე.

პირველი კოშკურა ტელესკოპი ააგეს 1908 წელს მაუნტ-ვილსონის ობსერვატორიაში (აშშ). იქვეა მსოფლიოში უდიდესი კოშკურა ტელესკოპი, რომელიც იძლევა 43 სმ დიამეტრიან მზის გამოსახულებას; კოშკის სიმაღლე 45 მეტრია. საბჭოთა კაშირში კოშკურა ტელესკოპი იყო მოსკოვის შტერნბერგის სახელობის ასტრონომიულ ინსტიტუტში და ყირიმის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება