კოტსის მიწა (ინგლ. Coats Land) — ანტარქტიდის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც განფენილია დ. გ. 20° და 37°-ს შორის. აღმოსავლეთით ესაზღვრება დედოფალ მოდის მიწას, დასავლეთით გადადის ფილხნერის შელფულ მყინვარში. კოტსის მიწის ზედაპირი თითქმის მთლიანად დაფარულია 1000-2000 მეტრამდე სისქის კონტინენტური მყინვარით. აღმოაჩინა შოტლანდიურმა ექსპედიციამ 1904 წელს. სახელი ეწოდა შოტლანდიელი მეწარმის პატივსაცემად, რომელმაც ექსპედიცია დააფინანსა.

კოტსის მიწა (მელნისფრად) ანტარქტიდის რუკაზე

ლიტერატურა

რედაქტირება