კონსტანტინე ჩლაიძე
კონსტანტინე ჩლაიძე (დ. 31 იანვარი, 1973, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი.
კონსტანტინე ჩლაიძე | |
---|---|
ფაილი:Kote Chlaidze-2015.jpg კონსტანტინე ჩლაიძე, 2015 | |
დაბადების სახელი | კონსტანტინე ჩლაიძე |
დაბადების თარიღი |
31 იანვარი, 1973 თბილისი |
რეზიდენცია | თბილისი |
საქმიანობა | რეჟისორი |
აქტიური | 2003 – დღემდე |
მეუღლე(ები) | თამარ ამაშუკელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკონსტანტინე გიორგის ძე ჩლაიძე დაიბადა 1973 წლის 31 იანვარს, თბილისში, კომპოზიტორ გოგი ჩლაიძის[1] ოჯახში.
1979—1987 წ.წ. სწავლობდა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, 1990 წელს დაამთავრა თბილისის მე-6 სკოლა.
1990—1995 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინოსამენეჯერო ფაკულტეტზე.
1997-1999 წლებში გაიარა უმაღლესი სარეჟისორო კურსები ტელე-რადიო ინსტიტუტში (ალექსანდრე რეხვიაშვილისა და ოთარ შამათავას სახელოსნო)
1999—2004 წლებში მუშაობდა სატელევიზიო სტუდია ტიბისი ტივი, ტელეკოპანია მე-9 არხსა და პირველ არხზე გადაცემების რეჟისორად.
2004 წელს კონსტანტინე ჩლაიძე დაინიშნა კულტურის სამინისტროში მინისტრის თანაშემწედ კინოს დარგში.
კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში მუშაობს 2005 წლიდან დირექტირის მოადგილის, 2008-10 წლებში დირექტორის, 2010 წლიდან კი კინოკომისიის პროექტის მენეჯერის თანამდებობზე.
ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი.
ფილმოგრაფია
რედაქტირებარეჟისორი
რედაქტირებასცენარის ავტორი
რედაქტირება- მირზას დაბადების დღე, 2011
- ნიძლავი, 2003
პროდიუსერი
რედაქტირება- ნიძლავი, 2003
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გიორგი (გოგი) ჩლაიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2014-03-25.
- ↑ მირზას დაბადების დღე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-02. ციტირების თარიღი: 2014-03-25.
- ↑ ნიძლავი[მკვდარი ბმული]