კოტე მესხის ქუჩა
კოტე მესხის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა); დიმიტრი ყიფიანის ქუჩიდან რიწის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მთის II ქუჩა. 1900 წელს თავშესაფრის ქუჩა დაერქვა. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 30-იან წლებში დაერქვა კოტე მესხის სახელი. დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე (გრძელდებოდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩამდე, ხოლო ქუჩის ბოლო მონაკვეთი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან რიწის ქუჩამდე, დატანილია როგორც გრაკალის შესახვევი). აქვს ორი აღმართი და ერთი ჩიხი.
კოტე მესხის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
უბანი | მთაწმინდა |
წინა სახელები | მთის II ქუჩა, თავშესაფრის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 118, ISBN 978-99928-20-35-3.