კოტე მგალობლიშვილი

კონსტანტინე (კოტე) მგალობლიშვილი (დ. 7 ივნისი, 1940, თბილისი — გ. 18 სექტემბერი, 2021) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი. საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის (1995, 2001, 2004) წევრი.

კოტე მგალობლიშვილი
დაბადების თარიღი 7 ივნისი, 1940
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 18 სექტემბერი, 2021 (81 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1940 წლის 7 ივნისს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1958 წელს – გეოლოგიური სამმართველოს ბარიტის საძიებო პარტიის მუშა. 1958-1960 წლებში – საქალაქო ტრანსპორტის საამშენებლო ტრანსპორტის სამმართველოს მუშა. 1963-1965 წლებში – სარეკლამო კომპანია „ზაკკოპრეკლამას“ კონსტრუქტორი. 1965-1972 წლებში – თბილისის საკონდიტრო კომბინატი „მზიურის“ განყოფილების უფროსი. 1972-1973 წლებში – მხატვრულ ნაკეთობათა კომბინატის მთავარი ინჟინერი. 1973-1985 წლებში იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის ფოტო-პოლიგრაფსტუდიის დირექტორი. 1985 წელს ქაღალდისა და საკანცელარიო ნაკეთობათა ფაბრიკის მთავარი ინჟინერი. 1985-1995 წლებში იყო საქართველოს გამომცემლობათა, პოლიგრაფიისა და წიგნის ვაჭრობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის შპს „პოლიექსპრესის“ დირექტორი.

1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2001-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.

გარდაიცვალა 2021 წლის 18 სექტემბერს. გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის გადატანის შემდეგ დარჩენილი გართულებები დასახელდა.[1]

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „მსახიობი კოტე მგალობლიშვილი გარდაიცვალა“. alia.ge. 18 სექტემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)