კოტერები (ინგლ. cotter, ან cottar < გვიანდელ ლათინურად cotarius — ფერმაში მცხოვრები მოჯამაგირე) — ფეოდალურად დამოკიდებულ გლეხთა ფენა ინგლისში, შუა საუკუნეებში და ახლანდელი დროის დამდეგს, რომლებიც მიწის უმცირეს ნაკვეთებს ფლობდნენ. იხსენიებიან ჯერ კიდევ: „საშინელ სამსჯავროს წიგნში“ (1086) წელს. სოფლად კაპიტალიზმის შეჭრამ გამოიწვია კოტერების გადაქცევა სოფლის მეურნეობის ან მანუფაქტურის დაქირავებულ მუშებად.

კოტერების სახლი გერმანიაში

ლიტერატურა

რედაქტირება