კოტა (რაჯასტანი)
კოტა (ჰინ. कोटा) — ქალაქი ინდოეთში, რაჯასტანის შტატში, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობის მიხედვით რაჯასტანის შტატში მესამე ქალაქია (ჯაიპურისა და ჯოდპურის შემდეგ) და 47-ე ინდოეთის ქალქებს შორის 1 001 365 კაციანი მოსახლეობით (2011 წლის აღწერა). ქალაქი კოტა მდებარეობს შტატის დედაქალაქ ჯაიპურიდან სამხრეთით 240 კილომეტრში, მდინარე ჩამბალის ნაპირზე.
ქალაქი | |
---|---|
კოტა ჰინ. कोटा | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
შტატი | რაჯასტანი |
კოორდინატები | 25°10′23″ ჩ. გ. 75°51′10″ ა. გ. / 25.17306° ჩ. გ. 75.85278° ა. გ. |
ქალაქის მერი | მაჰეშ ვიჯაი |
დაარსდა | 1631 |
ფართობი | 527 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 271 მ |
მოსახლეობა | 1 001 365 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +91744 |
საფოსტო ინდექსი | 324001 |
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი კოტა მდებარეობს რაჯასტანის შტატის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან საშუალო სიმაღლეა 271 მეტრი. ქალაქი მდებარეობს რაჯასტანის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონის ცენტრში, მდინარე ჩამბალის ხეობაში, მალვის მთიანეთზე. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ ქალაქს კვეთს მოკანდარის ბორცვი.
კლიმატი
რედაქტირებაკოტის კლიმატი ტროპიკული და ნახევრადმშრალია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მაღალი ტემპერატურით ხასიათდება. ზაფხული ხანგრძლივია, ცხელი და არიდული, იწყება მარტის ბოლოს და გრძელდება ივნისის ბოლომდე. მუსონების სეზონისთვის ხასიათდება შედარებით დაბალი ტემპერატურით. მუსონების სეზონების დასასრულს, ოქტომბერში, ტემპერატურა კვლავ იზრდება. მცირე და რბილი ზამთარი იწყება ნოემბერში და გრძელდება თებერვლის ბოლომდე. ზამთრის საშუალო ტემპერატურაა 26,7 °C, ხოლო მინიმუმი 12 °C.
საშუალო წლიური ნალექების რაოდენობაა 761 მმ. ნალექების უმეტესი ნაწილი მოდის სამხრეთ-დასავლეთის მუსონებზე.
ისტორია
რედაქტირებაკოტა მდებარეობს ჰადოტის ისტორიულ ოლქში. XIV საუკუნეში ქალაქი გარშემორტყმული იყო კედლებით, ხოლო 1625 წელს იგი გახდა რაჯპუტის სამთავროს ცენტრი. დიდ მოგოლთა იმპერიის დაშლის შემდეგ ადგილობრივმა რაჯებმა მოახერხეს თავიანთი დამოუკიდებლობის დაცვა ჯაიპურის მმართველებთან სისხლიან ომებში.
1818 წელს, ბრიტანელებმა დაარწმუნეს რაჯა, რომ მათთან დაედო არათანასწორი ხელშეკრულება სამხედრო და პოლიტიკური დახმარების შესახებ. ამის შემდეგ კოტის სამთავრომ დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და რაჯპუტანის სააგენტოს კონტროლის ქვეშ მოექცა.
მოსახლეობა
რედაქტირება2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ კოტის მოსახლეობის რაოდენობაა 1 001 365 ადამიანი, საიდანაც 529 795 მამაკაცია და 471 570 ქალი. ყოველ 906 ქალზე მოდის 1000 კაცი და ქალაქის მოსახლეობის 12,74 % 6 წელზე მცირე ასაკის ბავშვები არიან. წიგნიერების დონე 83,65 % (კაცებს შორის - 90,56%, ქალებს შორის 75,90%).
რელიგიური შემადგენლობა კი ასეთია: 77 % - ინდუისტია, 18 % - ისლამის მიმდევარი, 3,7 - ჯაინიზმს მისდევს, 0,4 - ქრისტიანია.
ეკონომიკა და ტრანსპორტი
რედაქტირებაქალაქი რეგიონის მთავარი სავაჭრო ცენტრია. მრეწველობიდან განვითარებულია ბამბეულის მრეწველობა, ამზადებენ რძის პროდუქტებსაც. ქალაქ კოტაზე გადის ეროვნული ტრასა № 12 (ჯაიპური — ჯაბალპური) და № 76. უახლოესი მოქმედი აეროპორტი მდებარეობს ჯაიპურში. კოტას გაააჩნია საკუთარი აეროპორტიც, მაგრამ 1997 წლის შემდეგ რეგულარულ რეისებს აღარ იღებს[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოლქის ოფიციალური ვებგვერდი (ინგლისური)
- A tourist’s description of Kota დაარქივებული 2008-09-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Airports fail to lure airlines“. The Times of India. 9 October 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 4 February 2012. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული
|newspaper=
-ში (დახმარება)