კოსტა-რიკის ქვის ბურთები
კოსტა-რიკის ქვის ბურთები (ესპ. Esferas de piedra de Costa Rica) — 300-დე ისტორიამდელი ქვის სფერო (პეტროგლიფი) კოსტა-რიკაში, მდინარე დიკვისის შესართავთან. კოსტა-რიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე. სფეროები დიკის კულტურას. განეკუთვნება. ქვები დამზადებულია გაბროს, კირქვისა ან ქვიშაქვისაგან. ქვების დიამეტრი 0,7 მეტრიდან იწყება და 2,57 მეტრით მთავრდება. ყველაზე მძიმე ბურთის წონა შეადგენს 16 ტონას.
კოსტა-რიკის ქვის ბურთები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | კოსტა-რიკა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii |
სია | [1] |
რეგიონი** | ლათინური ამერიკა და კარიბები |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2014 (38-ე სესია) |
ნომერი | 1453 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1453 ინგლ. • რუს. • ფრ. |
პირველი ბურთი აღმოაჩინეს 1930-იან წლებში ხილის კომპანიის მუშებმა ბანანის პლანტაციის გასუფთავებისას. ადგილობრივების გადმოცემის თანახმად ქვის შუაგულში ოქრო უნდა ყოფილიყო, მუშებმა ქვები დატეხეს და გაანადგურეს. ხილის კომპანიის ხელმძღვანელობის ჩარევით ვანდალიზმი შეაჩერეს. მოგვიანებით კომპანიის დირექტორის ქალიშვილმა პეტროგლიფების შესახებ მონოგრაფია დაწერა.
1940-იან წლებში ქვის ბურთების შესწავლა დაიწყო ჰარვარდის უნივერსიტეტის არქეოლოგმა სამუელ ლოტროპმა და მათზე სტატია გამოაქვეყნა არქეოლოგიურ ჟურნალში. ტურისტების მოზიდვის მიზნით დაიწყეს პეტროგლიფების გადატანა ჯინგლებიდან ქალაქის მოედნებსა და მუზეუმებში. ამჟამად მხოლოდ 6 ქვის ბურთი დევს აღმოჩენის ადგილზე. დანარჩენები განთავსებულია კოსტა-რიკის მუზეუმებში, ასევე ვაშინგტონში და კემბრიჯში.
ქვის ბურთები დაათარიღეს ძვ. წ. 200-ახ. წ. 1500 წლებით, ფაქტობრივად იგი მოიცავს კოლუმბამდელი ცივილიზაციების მთელ პერიოდს.
2014 წლის 23 ივნისს დიკის კულტურის ქვის ბურთები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Stone Spheres, Diquis Delta, Costa Rica
- Costa Rican Stone Spheres, a website by archaeologist Tim McGuinness, Ph.D.