კოსმოსური ფსიქოლოგია
კოსმოსური ფსიქოლოგია — საინჟინრო ფსიქოლოგიის დარგი. შეისწავლის კოსმონავტების მდგომარეობისა და შრომისუნარიანობის განმსაზღვრელ ფსიქოფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს. კოსმოსში ფრენა, კოსმოსურ სივრცეში თუ სხვა პლანეტებზე გასვლა მეცნიერული თუ სხვა სახის სამუშაოთა ჩატარების მიზნით შეუძლებელია ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მოქმედების მაღალი დონის შესანარჩუნებლად საჭირო პირობების შექმნისა და უზრუნველყოფის გარეშე. ამასთან, კოსმოსში ფრენა, არსებობა და მუშაობა დაკავშირებულია ადამიანისათვის ისეთი უჩვეულო, განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებასთან, როგორიცაა უწონადობა ან შეცვლილი გრავიტაცია, ჰიპოდინამია, რადიაცია, შეზღუდული სივრცე და იზოლაცია, „სენსორული შიმშილი“, მარტოობა ან შეზღუდული სოციალური გარემო და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 695.