კორჩაგინის ლაშქრობა გრძელდება (ძეგლი)

კორჩაგინის ლაშქრობა გრძელდება (რუს. Корчагинский поход продолжается) — სკულპტურული კომპოზიცია ქალაქ ვოლგოდონსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. შედგება შადრევანისა და სკულპტურული ჯგუფისაგან. წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს[1].

კორჩაგინის ლაშქრობა გრძელდება
Корчагинский поход продолжается
კოორდინატები 47°31′00″N 42°11′54″E / 47.51678° ჩ. გ. 42.19831° ა. გ. / 47.51678; 42.19831
მდებარეობა ვოლგოდონსკი, რუსეთი
არქიტექტორი ა. ფლოროვი
მოქანდაკე ვ. პოლიაკოვი
თარიღდება 1981

1980-იანი წლების მეორე ნახევარში კომკავშირის მოედანზე აპირებდნენ აეშენებინათ ტექნოლოგიური რეზერვუარი, რომელიც გააგრილებდა წყალს კინოთეატრის კონდიციონერებში. კინოთეატრის სამუშაოს დასაწყისში მოქანდაკე ვ. პ. პოლიაკოვმა და არქიტექტორმა ა. ე. ფროლოვმა იგი გარდაქმნეს დეკორატიულ შადრევნად. მის ერთ-ერთ მცირე მხარეს, დამთვალიერებლებისათვის განკუთვნილი ორი ამაღლებული ბილიკის ცენტრში, ქვაფენილზე მდებარეობს 12 მეტრიანი სკულპტურული კომპოზიცია „კორჩაგინის ლაშქრობა გრძელდება“, რომელიც ეძღვნება ვოლგოდონსკი მდებარე ქარხნის „ატომმაშის“ ახალგაზრდა მშენებლებს[2].

მთლიანი კომპოზიციის დათვალიერების შემდეგ შესაძლებელია დამთვალიერებელმა იხილოს კორჩაგინელები ბუდიონოვკაში, დიდი შინელებით და მხარზე წერაქვ გადებულები. ასევე შესაძლებელია ელექტროშემდუღებლის და გეოდეზისტის ხილვაც. ქანდაკებას აქვს სპირალისებური ფორმა და მაღლდება ცენტრისკენ. კომპოზიციიის თავში დგას მშენებელი, რომელსაც ხელში მოფირალე დროშა უჭირავს. კვარცხლბეკის ერთ მხარეს გრავირებულია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის კომკავშირული მშენებლობების სახელები: ამურის კომსომოლსკი, დნეპრის ჰიდროელექტროსადგური, მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატი, თურქესტან-ციმბირის მაგისტრალი, ცელინა, ავტომობილების ქარხანა - კამაზი, ატომმაში და ბაიკალ-ამურის მაგისტრალი[3].

2005 წლის ოქტომბერში მიმდინარეობდა შადრევნის რეკონსტრუქცია, რომელიც განხორციელდა საქველმოქმედო ფონდების მიერ[4].