კორსარი (პერსონაჟი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაიორი კრისტოფერ სამერსი (კორსარი) — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც მარველის მიერ გამოცემული კომიქსების წიგნებიდანაა ცნობილი. პირველად გამოჩნდა შემზარავი იქს–ადამიანების 104-ე ნომერში (1977 წლის აპრილი). შექმნილია კრის კლერმონისა და დეივ კოკრუმის მიერ. კორსარი სთარჯამერების ლიდერი და იქს–ადამიანების ციკლოპის, ჰავოკისა და ვულკანის მამაა.

კორსარი

კორსარი. ალან დეივისის ნამუშევარი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა [შემზარავი] იქს–ადამიანები #104 (1977 წლის აპრილი)
ავტორ(ებ)ი კრის კლერმონი, დეივ კოკრუმი
დახასიათება
ალტერ ეგო კრისტოფერ სამერსი
მოკავშირეები აშშ საჰაერო ძალები, შიარის იმპერია, სთარჯამერები
შესაძლებლობა სნაიპერი, დახელოვნებული პილოტი

კორსარის ისტორია

რედაქტირება

წარმოშობა

რედაქტირება

დიდი ხნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების მაიორმა კრისტოფერ სამერსმა საკუთარი თვითმფრინავით, დე ჰავილანდის მოსკვიტით (de Havilland Mosquito) წაიყვანა თავისი ცოლი კეტრინ ენი და ორი პატარა შვილი სკოტი და ალექსი. ისინი მიფრინავდნენ დასავლეთ ამერიკის ნაპირებზე, როცა შიარის იმპერიის კოსმოსური ხომალდი, რომელიც დედამიწის გამოსაკვლევად ჩამოვიდა, დაესხათ თავს. შიარის ხომალდმა ცეცხლი გაუხსნა სამერსების თვითმფრინავს და რადგანაც ის ხის იყო, ცეცხლი წაეკიდა. კეტრინ ენმა ერთადერთ პარაშუტზე მიამაგრა ორივე შვილი და იმის იმედით, რომ გადარჩებოდნენ თვითმრინავიდან გადაუშვა. სკოტი და ალექსი ამგვარად დაუსხლტა შიარის იმპერიას.

შემდეგ კრისტოფერი და მისი ცოლი ტელეპორტით აიყვანეს კოსმოსურ ხომალდზე და შიარის იმპერიაში წაიყვანეს. აქ კრისტოფერი ცოლს დააცილეს და ციხეში ჩასვეს. ის მალევე გამოიქცა და აღმოაჩინა, რომ შიარის შეშლილი იმპერატორი დკენი აპირებდა მის ცოლზე ძალის გამოყენებას. დკენმა ის დააკავა და ალსიბარის ციხეში გაუშვა, სადაც კრიმინალები და პოლიტპატიმრები იხდიდნენ სასჯელს.