კოროვაი (კერძი)
კოროვაი (უკრაინულად: коровай), კარავაი (რუსულად: каравай; ბელარუსულად: каравай) ან კრავაი (ბულგარულად: кравай) — ტრადიციული უკრაინული, რუსული, ბულგარული და რუმინული პურის სახეობა, რომლებსაც იყენებენ ქორწილებში, სადაც მას აქვს დიდი სიმბოლური მნიშვნელობა და რჩება საქორწილო ტრადიციის ნაწილი ბელარუსში, რუსეთში, უკრაინასა და იმ ქვეყნებში, სადაც რუსული და უკრაინული დიასპორები ცხოვრობენ. ის გამოიყენება ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში ძველი რუსეთში სტუმართმოყვარეობისა და სადღესასწაულო ჩვეულებების გამოსახატავად. მრგვალი კოროვაი პურისა და მარილის ცერემონიის საერთო ელემენტია.
წარმოშობა და გაფორმება
რედაქტირებაპურს უძველესი წარმოშობა აქვს და მოდის წარმართული რწმენით მარცვლეულის ჯადოსნური თვისებებისადმი.[1] კოროვაი დიდი მრგვალი ჩაქსოვილი პური იყო, რომელსაც ტრადიციულად აცხობდნენ ხორბლის ფქვილისგან და მასზე აჩუქურთმებდნენ სიმბოლურ დროშებსა და ფიგურებს, როგორიცაა მზეები, მთვარეები, ფრინველები, ცხოველები და ფიჭვის გირჩები.[2] კოროვას გასალამაზებლად იყენებდნენ ხორბლის ღეროებს, მწვანილს, კაკალს, ყვავილებს და ხილს. პურს არ აქვს განსაზღვრული დიზაინი და კოროვაის სტილი და დეკორაცია რეგიონების მიხედვით განსხვავდება. დეკორაციებში ყველაზე ხშირად იყენებდნენ წითელ, ოქროსფერ და ვერცხლისფერ ფერებს.[3]
პურს პატარძლის სახლში ტრადიციულად ამზადებდნენ ქალები, რომლებიც მღეროდნენ ტრადიციულ სიმღერებს კერძის მომზადების დროს.[4] ამ ქალებს კოროვაინცი (პოლონურად: Korowajnice) ეწოდათ. ისინი უჩვეულოდ დიდი რაოდენობიები იყვნენ, როდესაც პურს ამზადებდნენ. უმეტეს შემთხვევაში შვიდი ადამიანი ამზადებდა პურს.
გაფორმებები სიმბოლურ ფუნქციას ასრულებდა. ორი ფრინველი, ცომისგან დამზადებული, წარმოადგენს წყვილს, ხოლო სხვა ფრინველები წარმოადგენენ ოჯახს და მეგობრებს. ამ ყველაფერს გარს აკრავს ყვავილოვანი გვირგვინი, სიყვარულისა და სიწმინდის სიმბოლო. კოროვაის ღუმელში შედებამდე აკურთხებენ.
საქორწილო ცერემონიალამდე პატარძალსა და საქმროს კოროვაის ჩუქნიან. კოროვაის ქორწილის ყველა სტუმარი მიირთმევს და ეს ქორწილის კულმინაციად ითვლება. გაჭირვების პერიოდში, როდესაც ქორწილი შეუძლებელი იყო, პურის კურთხევა და გაზიარება ხშირად საკმარისად ითვლებოდა საზოგადოების წინაშე ქორწინების დასაკანონებლად.
კოროვაი არის ტრადიციული უკრაინული საქორწილო პური, რომელიც ასევე პოპულარულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და რუსეთი. ტორტის ნაცვლად, უკრაინელები აცხობენ ამ მასიურ, მდიდრულად გაფორმებულ პურს, რომელსაც შვიდი დაქორწინებული ქალი შვიდი სხვადასხვა ადგილიდან ერთდროულად ამზადებს.
ქვრივების მონაწილეობა პურის დამზადების პროცესში აკრძალულია, ვინაიდან ითვლება, რომ მათი ბედის ნაწილი სავარაუდო წყვილსაც გადაეცემა. ბევრ ცრურწმენასა და რიტუალს უკავშირდება კოროვაი - მაგალითად, თუ ღუმელში პური გასკდება, ქორწინება განწირულია. საქორწილო ცერემონიალის შემდეგ კოროვაის ჭრიან და ყველა სტუმარს უზიარებენ.
კოროვაის დაყოფა
რედაქტირებაკოროვაის ზედა ნაწილი მთვარის სიმბოლოს წარმოადგენს. იგი იყოფა შუაზე და ეკუთვნის დაქორწინებულ წყვილს, შემდეგი ნაჭერი მიდის პატარძლის დედასთან და მამასთან და ა.შ. აღმოსავლეთ უკრაინაში დედა იღებს ცომისგან დამზადებულ ფეხსაცმელს, მამას კი აძლევს ბუს, კოროვას ცომისაგან დამზადებულ ნაწილს.[5]
კოროვაის ქვედა მონაკვეთი, რომელსაც პიდოშვა ეწოდება, შეიძლება სტუმრებს და ჯგუფს გაუზიარონ, როგორც წარმატებისა და მომავალი კეთილდღეობის სიმბოლო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Korovai". www.encyclopediaofukraine.com.
- ↑ Betsy Oppenneer. Celebration Breads: Recipes, Tales, and Traditions . Simon & Schuster, 2003. ISBN 0-7432-2483-3
- ↑ Korovai Archived 2008-08-20 at the Wayback Machine. Nazdorovya: Korovai by Lisa McDonald. Site last updated: 31 August 2007
- ↑ "Korovai". www.encyclopediaofukraine.com.
- ↑ Vesillia - Sviata Nedilia: Sviatyi Caravai. Pisni.org.ua