კორნელია მარია ფუნკე (გერმანულად: [kɔʁˈneːli̯a ˈfʊŋ.kə] ( მოსმენა) ) (დ. 10 დეკემბერი, 1958) — გერმანელი საბავშვო წიგნების ავტორი.

კორნელია ფუნკე
გერმ. Cornelia Funke
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1958(1958-12-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (66 წლის)
დაბადების ადგილი Dorsten
საქმიანობა მწერალი, საბავშვო მწერალი, სცენარისტი და ილუსტრატორი
მოქალაქეობა  გერმანია[4]
პერიოდი 1978[2]
ჟანრი ფენტეზი
Magnum opus მელნის გული
ჯილდოები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის ჯვარი, Roswitha Prize, Annette von Droste-Hülshoff prize, ვერცხლის კალამი, Wildweibchenpreis, Phantastik-Preis der Stadt Wetzlar და Q1733763?
გავლენა მოახდინეს
საიტი corneliafunke.com
corneliafunke.nl

დაიბადა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, კარიერის დასაწყისში ეწეოდა სოციალური მუშაკის საქმიანობას, მოგვიანებით კი წიგნების ილუსტრატორი გახდა. 1980-იან წლებში დაიწყო რომანების წერა, რომლებშიც ძირითადად ფენტეზის ელემენტების საშუალებით ცხოვრების სირთულეებთან დაპირისპირებული ბავშვების ცხოვრებას ასახავდა. ამ დროიდან მოყოლებული ფუნკე გერმანიაში „საბავშვო წიგნების ბესტსელერ ავტორად“ იქცა.[12] მისი ნაშრომები არაერთ ენაზეა თარგმნილი, 2012 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით მისი წიგნების 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული.[13]

ფუნკმა აღიარება მოიპოვა რომანებით, როგორებიცაა „ქურდების მბრძანებელი“ (2002) და „დრაკონების მხედარი“ (2004). მოგვინებით ავტორს უფრო ფართო ცნობადობა მოუტანა მელნის გულის სერიის რომანებმა (2003-2007).

მხატვრული ფილმებია გადაღებული ფუნკეს რომანების –„ქურდების მბრძანებელი“ „დრაკონების მხედარი“ და „მელნის გული“ – მიხედვით. ეს წიგნები არაერთი კვირის მანძილზე ნიუ-იორკ ტაიმზის ბესტსელერების სიაში იკავებდა ადგილს

ფუნკეს ხშირად „გერმანელ ჯოან როულინგს“ უწოდებენ. 2005 წელს იგი ჟურნალმა ტაიმმა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.[14]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119523604 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 RKDartists
  3. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 http://web.archive.org/web/20170323114533/http://jeugdliteratuur.org/auteurs/cornelia-funke
  5. Discogs — 2000.
  6. NooSFere — 1999.
  7. filmportal.de — 2005.
  8. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. Babelio — 2007.
  10. Munzinger Personen
  11. ПроДетЛит — 2019.
  12. Silvey, Anita (2012-10-30). Children's Book-a-Day Almanac (en). Roaring Brook Press. ISBN 978-1-4668-2804-9. 
  13. Frankfurter Allgemeine Zeitung GmbH (8 October 2012). „Cornelia Funke: Prophetin im eigenen Land“. FAZ.NET. ციტირების თარიღი: 8 November 2015.
  14. Barker, Clive (2005-04-18). „The 2005 Time 100“. ტაიმი. ISSN 0040-781X. ციტირების თარიღი: 2020-11-30.