კორე (თანამგზავრი)
კორე (ძვ. ბერძნ. Κόρη), იუპიტერ XLIX, S/2003 J 14 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის პასიფაის ჯგუფში.
აღმოჩენა
რედაქტირებააღმოაჩინა ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით 2003 წლის 8 თებერვალს. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის კლასიფიკაციის მიხედვით, მან მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2003 J 14.[1][2]. 2007 წელს მას ეწოდა ქალღმერთ პერსეფონის ზედსახელი — „კორე“, ბერძნული მითოლოგიდან.[3]
ორბიტა
რედაქტირებაკორე იუპიტერის ირგვლივ სრულ ბრუნვას აკეთებს საშუალოდ 24 543 000 კმ მანძილზე 779.2 დღეში. კორეს ორბიტის ექსცენტრიულობაა 0.325. რეტროგრადული ორბიტის დახრილობა 145.0°-ია. იგი შედის პასიფაის ჯგუფში.
ფიზიკური მახასიათებლები
რედაქტირებაკორეს დიამეტრი დაახლოებით 2 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ით. იგი სავარაუდოდ შედგება სილიკატური ქანებისგან. ყველაზე ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0.04.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ MPEC 2003-G10: S/2003 J 14 თარგი:Архивировано (3 апреля 2003) — открытие и эфемериды
- ↑ IAUC 8116: Satellites of Jupiter and Saturn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-05. (11 апреля 2003) — открытие
- ↑ IAUC 8826: Satellites of Jupiter and Saturn. ციტირების თარიღი: 2009-09-14 (5 апреля 2007) — получение имени