კორელა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კორელა}} |
კორელა (იგივე ნიმფა, ნიმფა-კორელა, ლათ. Nymphicus hollandicus) — ავსტრალიური წარმოშობის კაკადუსებრთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელი. გავრცელების არეალი — ავსტრალიის კონტინენტი. მათ ახასიათეთ ცხოვრების გუნდური წესი, გააჩნიათ ლაპარაკის ნიჭი. სიგრძე კუდის ჩათვლით — 30-33 სმ., მხოლოდ კუდი — 14-16 სმ., წონა — დაახლოებით 120 გრ. დამახასიათებელი ნიშანია თავზე დიდი ქოჩორი და გრძელი კუდი.
კორელას სუბჯიშები
რედაქტირება- ალბინოსი თეთრი წითელი თვალებით. ტანი მთლიანად თეთრია, თავი და ფრთები მოყვითალო.
- თეთრი შავი თვალებით. თუთიყუში მიიღება თეთრი მამალის ნაცრისფერ დედალთან შეჯვარებით.
- ლუტინო (ყვითელი) წითელი თვალებით. ტანი ყვითელი ფერისაა, ხოლო ფრთებზე აღენიშნება თეთრი ფერის ლაქები. ლოყებზე კაშკაშა ყვითელი ლაქები.
- ღია ნაცრისფერი. თუთიყუში მიიღება ნაცრისფერი და თეთრი კორელების შეჯვარებით.
- დარიჩინისფერი. ხშირად ხდება მისი შეჯვარება ლუტინოს სუბჯიშთან, რათა მიღებულ იქნას უფრო მკვეთრი ღია ლაქები.
- მუქი ყვითელი. მომდინარეობს დარინჩისფერი სუბჯიშისგან.
- შაკისებრი. აღენიშნებათ თეთრი ფერის თავი, მოთეთრო-მოყვითალო კუდი, ფრთები და ზურგი მონაცრისფრო.
- შავფრთიანი. გააჩნია ღია ნაცრისფერი შეფერილობა, მხოლოდ ზურგი და ფრთები უფრო მუქი.
- შავი. თუთიყუში შავი და ნაცრისფერია, თავი შედარებით ღია ფერისაა, ფრთეზე აღენიშნება თეთრი ლაქები, როგორც ნაცრისფერ კორელას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნიმფა-კორელა. ZOONEWS.GE - პორტალი ცხოველების შესახებ დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.