კორალაინი (ფილმი)
კორალაინი (ინგლ. Coraline) — 2009 წლის ანიმაციური ფილმი, რომელიც ეფუძნება ნილ გეიმენის ამავე სახელწოდების 2002 წლის რომანს. ფილმი გადაღებულია რეჟისორ ჰენრი სელიკის მიერ, სტუდიაში Laika, ხოლო დისტრიბუტორია Focus Features. 60,000,000 აშშ დოლარის ბიუჯეტით ფილმმა შემქმნელებს მოუტანა 124,596,398 აშშ დოლარის შემოსავალი.
„კორალაინი“ | |
---|---|
რეჟისორი | ჰენრი სელიკი |
პროდიუსერი | ჰენრი სელიკი, კლერ ჯენინგსი |
ნაწარმოები |
კორალაინი: ნილ გეიმენი |
როლებში |
დაკოტა ფენინგი ტერი ჰეტჩერი ჯენიფერ სონდერსი დოუნ ფრენჩი ჯონ ჰოჯმენი იენ მაკ-შეინი |
კომპოზიტორი | ბრუნო კულე |
სტუდია |
Laika Entertainment Pandemonium |
დისტრიბუტორი | Focus Features |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 100 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ბიუჯეტი | 60,000,000 აშშ დოლარი |
შემოსავალი | 124,596,398 აშშ დოლარი |
სიუჟეტის მიხედვით, გოგონა კორალაინს ბეზრდება ჩვეულებრივ სამყაროში ცხოვრება, ვინაიდან მისი მშობლები დიდ ყურადღებას არ უთმობენ. ალტერნატიულ რეალობაში ისინი მას ყველანაირად ანებივრებენ და კორალაინი დგება არჩევანის წინაშე, თუ რომელ სამყაროში დარჩეს.