კოპენჰაგენის ხელშეკრულება (1709)
კოპენჰაგენის საკავშირო ხელშეკრულება — ხელშეკრულება, რომელიც დაიდო კოპენჰაგენში 1709 წლის 11 ოქტომბერს, რუსეთის ელჩის თავადი ვასილ დოლგორუკის და დანიის მინისტრის ოტო გრაბეს მიერ. შეთანხმება ანახლებდა რუსულ-დანიურ კავშირს შვედეთის წინააღმდეგ. ამით კი აღადგენდა ჩრდილოეთის კავშირს. ხელშეკრულება იყო პირდაპირ შედეგი პოლტავის გამარჯვების. თუ აქამდე დოლგორუკიმ ვერ მოახერხა დანიის დაყოლიება კავშირისკენ მსხვილი სუბსიდიების შეპირებებითაც კი, პოლტავის შემდეგ ინიციატივა ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით მოდიოდა უკვე დანიის მხრიდან. ანგლო-ჰოლანდიური დიპლომატიის ხრიკების მიუხედავად, დოლგორუკმა წარმატებულად დაასრულა მოლაპარაკება და ხელშეკრულების ხელმოწერა, ამასთანავე თავიდან აიცილა სუბსიდიური მოვალეობები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Anisimov, Evgeniĭ Viktorovich (1993). The reforms of Peter the Great. Progress through coercion in Russia, The New Russian history. M.E. Sharpe, გვ. 125. ISBN 1-56324-047-5.