კოპალას ეკლესია (სიონი)
კოპალას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის ძველ სოფელ სიონში (ამჟამად დაფარულია წყლით). განეკუთვნებოდა გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია ნაგები იყო საშუალო ზომის ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეებისა და ზოგი არქიტექტურული ელემენტის წყობაში გამოყენებული იყო ტლანქად დამუშავებული შირიმი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ჰქონდა. ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე გაჭრილი ვიწრო და მაღალი სწორკუთხა სარკმელის ქვემოთ, კედელზე, მართკუთხა ტრაპეზი იყო მიდგმული. აფსიდის ორივე გვერდში მოწყობილი იყო თითო პატარა კვადრატული ნიში. მსგავსი ერთი ნიში იყო დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში. კედლები დასრულებული იყო შირიმის თაროსებრი ლავგარდნიით.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი რ.; ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 410.