კოოპერაცია (ჟურნალი)

„კოოპერაცია “ — ქართული სპეციალური კოოპერაციული ჟურნალი. გამოდიოდა 1911–1917, 1918–1919 წლებში ქუთაისში, ხოლო 1923–1924 წლებში თბილისში („კოოპერაციის“ პერიოდულობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო). ჟურნალი აშუქებდა საზოგადოებრივ-ეკონომიკურ საკითხებს. ბეჭდავდა წერილებს საქართველოში კოოპერატივების ორგანიზების შესახებ, ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა და კოოპერატორთა ბიოგრაფიებს, ახალ მბებს და სხვა. „კოოპერაციის“ დამატებები იყო „ილუსტრაციული დანართი“, „საკოოპერაციო ბროშურები“, „საკოოპერაციო ბიბლიოთეკა“. რედაქტორ-გამომცემელი — გ. გაბილაია.

ლიტერატურა რედაქტირება