კონტრაპოსტი
კონტრაპოსტი (იტალ. contrapposto - საწინააღმდეგო, მოპირისპირე), სახვით ხელოვნებაში, ფიგურის გამოსახვის ხერხი, რომელიც გულისხმობს სხეულის ერთი ნაწილის მდგომარეობის დაპირისპირებას მეორე ნაწილის მდგომარეობასთან (მაგ. ადამიანის სხეულის ზედატანი გამოსახულია შებრუნებულად, ქვედატანი კი - ფრონტალურად).
კონტრაპოსტი დინამიკით ავსებს ფიგურის ფორმათა რიტმს, გადმოსცემს მოძრაობას ან დაძაბულობას, აძლიერებს ფიგურის სამგანზომილებიანობას, ამასთანავე არ არღვევს ფორმათა საერთო წონასწორობას.
ლიტერატურა
რედაქტირებაქსე, ტ. 5, გვ. 648, თბ., 1980