კონსტანტინოპოლის მეოთხე საეკლესიო კრება
კონსტანტინოპოლის მეოთხე საეკლესიო კრება – კათოლიკეების მიერ აღიარებული მსოფლიოს მერვე საეკლესიო კრება. მიმდინარეობდა 869–870 წწ. ამავე სახელწოდებით მოიხსენიებენ 879–880 წლებში კონსტანტინოპოლში სოფიას ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებას, რომელსაც აღიარებს აღმოსავლეთის რამდენიმე ეკლესია. კრების პირველ სხდომას ესწრებოდა 20-25 წარმომადგენელი, ხოლო მეორე წელს გამართულ სხდომაზე წარმომადგენელთა რიცხვი 102-მდე გაიზარდა.