კონსტანტინე ცინცაძე

კონსტანტინე ცინცაძე (დ. 1886 — გ. 1931) — ქართველი იურისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1886 წელს ლანჩხუთის რაიონში, ღარიბი გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჩაება შრომით საქმიანობაში.

აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მუშაობაში. 1906 წელს ბოლშევიკებმა დანიშნეს უფროსად სამხედრო ჯგუფისა, რომელიც ახორციელებდა ექსპროპრიაციებს. 1921 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზეა. 1922-1924 წლებში მუშაობდა უშიშროების კომიტეტის პასუხისმგებელ მუშაკად. 1924-1926 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

1927 წელს როგორც ნაციონალ-უკლონისტი გადაასახლეს ჯერ ბახჩისარაიში, შემდეგ — იალტაში, სადაც 1931 წელს გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება