კონსტანტინე ჩხეიძე (გენერალი)

კონსტანტინე დავითის ძე ჩხეიძე (დ. 10 აგვისტო, 1853 — გ. 1920 წლის შემდეგ) — რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1904), აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალ-მაიორი (1920).

წარმომავლობით ქუთაისის გუბერნიის თავადთა ოჯახიდან. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი (1877). მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომებში. მსახურობდა ბაქოს ქვეითთა 153-ე პოლკში. 1904 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1910 წელს თადარიგში გავიდა (მუნდირითა და პენსიით). 1915 წლიდან იყო ერევნის საოლქო სასამართლოს საპატიო მომრიგებელი მოსამართლე. 1918 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ მიიწვიეს ბაქოს სამხედრო სასწავლებლის უფროსად. 1920 წლის 21 მარტს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ მისი ბედი უცნობია. მიღებული ჰქონდა წმ. ანას III (1904), წმ. სტანისლავის II (1904) და წმ. ვლადიმერის IV (1906) ხარისხის ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Азербайджанская Демократическая Республика (1918—1920). Армия. (Документы и материалы). Баку, 1998, с. 16;
  • Азербайджанская Демократическая Республика (1918—1920). Армия. (Документы и материалы). Баку, 1998, с. 18;
  • Азербайджанская Демократическая Республика (1918—1920). Армия. (Документы и материалы). Баку, 1998, с. 26;
  • Волков, С. Генералитет Российской империи : энциклопед. словарь генералов и адмиралов от Петра I до Николая II : в 2 т. – М. : Центрполиграф, 2009;
  • Гогитидзе, М. Грузинский генералитет (1699 – 1921) : библиограф. справочник / отв. ред. И. Дивный. – Киев : Ин-т укр. археографии и источниковедения им. М. Грушевского Нац. АН Украины, 2001;
  • Гогитидзе, М. Военная элита Кавказа : в 2 т. – Т. I : Генералы и адмиралы из Грузии / ред. Н. Джавахишвили. – Тбилиси : НИЦ ист. груз.-кавказ. отношений, 2007;
  • Гусейнов А. Армия Азербайджанской Демократической Республики. 1918—1920 гг. // Старый Цейхгауз. 2011. № 2-3(40-41). С. 118—128.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება