კონსტანტინე ჩხეიძე
კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ჩხეიძე (დ. 1897 – გ. 1974) — ქართველი მწერალი, ფილოსოფოსი და „თეთრი ემიგრანტი“.
კონსტანტინე დაიბადა ქართველი მამის, წარჩინებული გვარის ჩხეიძეებისა და რუსი დედის ოჯახში. ჩაირიცხა იმპერილიასტური რუსეთის სამხედრო სამსახურში და ჩრდილო კავკასიის სამოქალაქო ომის დროს იბრძოდა თეთრი არმიის რიგებში. 1921 წელს, თეთრი კაზაკების დამარცხების შემდეგ, ჩხეიძე გადაიხვეწა ლემნოსში, საიდანაც 1923 წელს გადავიდა პრაღაში (ჩეხოსლოვაკია). პრაღაში მიიღო იურიდული განათლება და აქვე კითხულობდა ლექციებს.
1920-იან წლებში ის შეუერთდა „ევრაზიელების მოძრაობას“ და 1930–იან წლებში ის უკვე მოგვევლინა მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად. მეორე მსოფლიო ომის დროს, ის იყო პრაღის „მიწისქვეშა“ ანტი-ფაშისტური აქტივისტი, მაგრამ 1945 წელს იგი დააპატიმრა საბჭოთა ჯაშუშთა გამოვლენის სპეციალური ორგანიზაციამ ("სმერში") და 1955 წლამდე გადაასახლებული იყო ციმბირში. კონსტანტინე ჩხეიძე იყო ნიკოლაი ფიოდოროვის ფილოსოფიის მიმდევარი და შექმნა რიგი ნაშრომები რუსული საზოგადოებისა და კულტურის, ასევე კავკასიური ლეგენდებისა და საბჭოთა ერების შესახებ. მისი მემუარები არის 1917–1955 წლების, რუსეთსა და საბჭოთა კავშირში განვითარებული მოვლენების ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია.[1][2]
1974 წელს კონსტანტინე ჩხეიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნიკოლაი სტეფანოვი. კონსტანტინ ალექსანდრეს ძე ჩხეიძე. რუსული არქიპელაქი. 2008.06.13
- ↑ ჩინიაევა ელენა (2001). რუსები რუსეთს მიღმა: რუსული ემიგრაცია ჩეხოსლოვაკეთში 1918–1938 წლები. გვ. 204, 2012Oldenbourg Wissenschaftsverlag, ISBN 3-486-56356-4.