კონსტანტინე ჩაჩავა
კონსტანტნიე ვლადიმერის ძე ჩაჩავა (დ. 21 მაისი, 1919, თბილისი — გ. 8 მაისი, 1979, იქვე) — ქართველი მეან-გინეკოლოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სსრ კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1939 წელს დაამთავრა თბილისში საშუალო სკოლა, 1941 წელს — მოსკოვის ი. სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი. 1960 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას, 1965 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პერინატული მედიცინისა და მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც დღეს მისი სახელს ატარებს.
კონსტანტინე ჩაჩავა იყო მეანობაში კლინიკურ-ფიზიკური და ელექტროფიზიოლოგიური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მან პირველმა დანერგა სამკურნალო საშუალებად გინეკოლოგიაში ლაზერი, რაც დღეს საყოველთაოდ აღიარებულია. მეცნიერის კალამს ეკუთვნის 160-ზე მეტი ნაშრომი ქართულ და უცხო ენებზე, მათ შორის არაერთი მონოგრაფია და გამოგონება.
კონსტანტინე ჩაჩავა იყო ევროპის პერინატოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ჩეხოსლოვაკიისა და უნგრეთის სამედიცინო საზოგადოების საპატიო წევრი. საქართველოსა და სსრ კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი მეან გინეკოლოგი, დიდ სამედიცინო ენციკლოპედიის ერთ-ერთი თანარედაქტორი, ჟურნალ აკუშერსტვო ი გინეკოლოგიის სარედაქციო საბჭოს წევრი და სხვა.
დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 375, თბ., 1994