კოტე მგალობლიშვილი
კონსტანტინე (კოტე) მგალობლიშვილი (დ. 7 ივნისი, 1940, თბილისი — გ. 18 სექტემბერი, 2021) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი. საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის (1995, 2001, 2004) წევრი.
კოტე მგალობლიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 ივნისი, 1940 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 18 სექტემბერი, 2021 (81 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1940 წლის 7 ივნისს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1958 წელს – გეოლოგიური სამმართველოს ბარიტის საძიებო პარტიის მუშა. 1958-1960 წლებში – საქალაქო ტრანსპორტის საამშენებლო ტრანსპორტის სამმართველოს მუშა. 1963-1965 წლებში – სარეკლამო კომპანია „ზაკკოპრეკლამას“ კონსტრუქტორი. 1965-1972 წლებში – თბილისის საკონდიტრო კომბინატი „მზიურის“ განყოფილების უფროსი. 1972-1973 წლებში – მხატვრულ ნაკეთობათა კომბინატის მთავარი ინჟინერი. 1973-1985 წლებში იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის ფოტო-პოლიგრაფსტუდიის დირექტორი. 1985 წელს ქაღალდისა და საკანცელარიო ნაკეთობათა ფაბრიკის მთავარი ინჟინერი. 1985-1995 წლებში იყო საქართველოს გამომცემლობათა, პოლიგრაფიისა და წიგნის ვაჭრობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის შპს „პოლიექსპრესის“ დირექტორი.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2001-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.
გარდაიცვალა 2021 წლის 18 სექტემბერს. გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის გადატანის შემდეგ დარჩენილი გართულებები დასახელდა.[1]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1956: ჩვენი ეზო (გოჩა)
- 1961: უდიპლომო სასიძო (ბიჭიკო)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კოტე მგალობლიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კოტე მგალობლიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „მსახიობი კოტე მგალობლიშვილი გარდაიცვალა“. alia.ge. 18 სექტემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)