კონსტანტინე კაპანაძე

კონსტანტინე კაპანაძე (დ. 1 ნოემბერი, 1948) — ქართველი პოლიტიკოსი.

კონსტანტინე კაპანაძე
დაბადების თარიღი 1 ნოემბერი, 1948 (1948-11-01) (76 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია. 1966-1989 წლებში იყო თბილისის №2 მექანიკური ქარხნის მუშა, საქართველოს ალკკ თბილისის ისნის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ თბილისის სამგორის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების, სოციალურ-ეკონომიკური განყოფილების გამგე, 1990 წლიდან იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება