კონსტანტინე თავზარაშვილი
კონსტანტინე თავზარაშვილი (დ. 15 აგვისტო, 1957, გორი)[1] — ქართველი ინჟინერ-მშენებელი და პოლიტიკოსი. გორის მუნიციპალიტეტის მერი 2017–2021 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირება1974 წელს დაამთავრა ქ. გორის №3 საშუალო სკოლა. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.[2] 1975–1982 წლებში იყო გორის რაიონის საპროექტო ბიუროს არქიტექტორი, 1982–1985 წლებში — ქ. გორის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი, 1988–1991 წლებში — ავტოსატრანსპორტო გაერთიანების პარტიული კომიტეტის მდივანი, 1991–1992 წლებში — ავტოსატრანსპორტო გაერთიანების მშნებლობის განყოფილების უფროსი, 1992–1998 წლებში — გორის სასურსათო კომბინატის დირექტორის მოადგილე, 1998–2002 წლებში — შპს „მარინის“ დირექტორი. 2002–2004 წლებში იყო ქალაქ გორის გამგებლის მოადგილე,[3] 2004–2006 წლებში გამგებლის მოვალეობას ასრულებდა. 2013–2014 წლებში იყო „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, არჩევნების კოორდინატორი და შტაბის უფროსი.[2] 2014 წლიდან 2017 წლის 14 ნოემბრამდე იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამავე დღიდან იყო გორის მუნიციპალიტეტის მერი.[1]
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.[2][3]
ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.[2][3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 კონსტანტინე თავზარაშვილი[მკვდარი ბმული] — თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2020.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 კონსტანტინე თავზარაშვილი. ძლიერი თვითმმართველობა — ძლიერი საქართველო. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2020.
- ↑ 3.0 3.1 3.2 კონსტანტინე თავზარაშვილი. გორის მუნიციპალიტეტის მერია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-22. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2020.