კონსტანტინე ვეფხვაძე
კონსტანტინე ფარნაოზის ძე ვეფხვაძე (დ. 7 აპრილი, 1898, სოფელი ზვარე, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, — გ. 29 დეკემბერი, 1974, თბილისი) — ქართველი ონკოლოგი, მეცნიერული ონკოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი (1939), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი (1924). 1945-1974 წლებში განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრას. ვეფხვაძის სამეცნიერო შრომები ეძღვნება თეორიულ და კლინიკურ ქირურგიასა და ონკოლოგიის აქტუალურ საკითხებს. შეადგინა ზოგადი ქირურგიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1933). იყო საქართველოს და თბილისის ონკოლოგთა სამედიცინო-სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე (1955-1974). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ლულოვანი ძვლების ოსტეოგენური სარკომები, თბ., 1936.
- კიბო, თბ., 1948; ავთვისებიანი სიმსივნეები, თბ., 1952.
- ონკოლოგია, თბ., 1967 (მე-2 გამოც. – 1975).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 261.