კონსტანტინე ვართანიანი

კონსტანტინე ტიგრანის ძე ვართანიანი (დ. 24 სექტემბერი, 1898, თბილისი, — გ. 10 დეკემბერი, 1957, იქვე) — საქართველოში მოღვაწე ინჟინერ-ტექნოლოგი, ეროვნებით სომეხი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1953).

1931 წელს გერმანიაში დაამთავრა სამთო აკადემია. 1932–1957 წლებში მუშაობდა მინერალური ნედლეულის საკავშირო ინსტიტუტის საქართველოს განყოფილებაში (ახლანდელი თსუ-ის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი) უფროს მეცნიერულ თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ. მისი შრომები ძირითადად ეხება სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების საკითხებს. 1951 წელს საქართველოს ბარიტის საბადოთა შესწავლისათვის, სხვა სპეციალისტებთან (ხელმძღვ. — ანტიფორე კალანდაძე) ერთად, მიენიჭა სტალინური პრემია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვართანიანი, კონსტანტინე // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 174.