კონსტანტინე გედროიცი
კონსტანტინე კაეტანის ძე გედროიცი (რუს. Константин, Каетанович Гедройц; დ. 6 აპრილი [ ძვ. სტ. 25 მარტი] 1872, ბენდერი, მოლდოვა — გ. 5 ოქტომბერი 1932, მოსკოვი) — საბჭოთა ნიადაგთმცოდნე და აგროქიმიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929).
კონსტანტინე გედროიცი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 მარტი (6 აპრილი), 1872 |
დაბ. ადგილი | ბენდერი |
გარდ. თარიღი | 5 ოქტომბერი, 1932[1] (60 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი, საბჭოთა რუსეთი[1] |
დასაფლავებულია | ვედენსკოეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რუსეთის რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთი სსრკ |
საქმიანობა | ქიმიკოსი, გეოლოგი და ნიადაგთმცოდნე |
მუშაობის ადგილი | სატყეო ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | სატყეო ინსტიტუტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1898 წელს დაამთავრა პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტი, 1903 წელს — პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1918–1928 წლებში იყო ნიადაგის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1928–1930 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1918–1930 წლებში პეტროგრადის სატყეო ინსტიტუტის პროფესორი; 1927 წელს აირჩიეს ნიადაგთმცოდნეთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად.
საყურადღებო გამოკვლევები აქვს ნიადაგის კოლოიდურ ქიმიაში. გედროიცმა ნიადაგში გამოჰყო „შთანმთქავი“ ანუ კოლოიდური კომპლექსი, რომელიც შედგება მაღალდისპერსიული მინერალური, ორგანულ-მინერალური და ორგანული ნაწილაკებისაგან; ახლებურად გააშუქა ნიადაგის გენეზისის საკითხები, აგრეთვე ნიადაგის ბევრი მნიშვნელოვანი თვისება, შეიმუშავა ნიადაგების კლასიფიკაციის ახალი პრინციპები, გამოიკვლია მათი ბიცობებისა და სოლოდების წარმოშობა და შექმნა ამ ნიადაგების მელიორაციის თეორია. ვ.ი. ლენინის სახელობის პრემია (1927).
თხზულება
რედაქტირება- Избр. соч., т. 1-3, М., 1955: Химический анализ почв, 5 изд., М., 1955: Учение о поглотительной способности почв, 5 изд., М. - Л.. 1935.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 34.
- К. К. Гедройц, М., 1956 (Материалы к биобиблиографии ученых СССР. Сер. почвоведения, в. 5).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Гедройц Константин Каэтанович / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.